თბილისის „დინამომ“ ლუკა პარკაძე „გაგრაში“ გაანათხოვრა. 17 წლის ნახევარმცველი გაგრელთ რიგებში ზაფხულამდე ითამაშებს. ამის შემდეგ, ის მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება, რომელთან გასულ წელს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პარკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან გასულ სეზონში „დინამოს“ პირველ გუნდში 3-ჯერ ითამაშა, ხოლო წელს ერთი შეხვედრა ჩაატარა. პარკაძე „გაგრაში“ იმის გამო გაანათხოვრეს, რომ „დინამოში“ მცირე სათამაშო პრქტილა ჰქონდა.
ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა, ხოლო ამჟამად 19-წლამდელების წევრია.





