კვეკვესკირის პირველი გოლი კონფერენს ლიგაში – “ლეხი” 1/4-ფინალშია

0
84

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის “ლეხში” კონფერენს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. პოლონელები ნახსენები ტურნირის 1/8-ფინალში შვედეთის “დურგარდენს” დაუპირისპირდნენ და პირველ მატჩში შინ 2:0 გაიმარჯვეს, ხოლო სახლში მეტოქეს 3:0 აჯობეს.
პოზნანში ჩატარებულ თამაშში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მისი დარტყმის შემდეგ, სტუმრები 2 ბურთით დაწინაურდნენ.
ერთ წუთში კვეკვესკირმა საგოლე პასი სკორაშს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა. “ლეხის” განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი არ იყო. აქვე გეტყვით, რომ 44-ე წუთზე “დურგარდენს” ფეხბურთელი გაუძევეს და შვედებმა თამაში კაცნაკლულებმა დაასრულეს.