დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
„საბაჰმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამოდის სტუმრად „ზირეს“ 2:0 აჯობა. ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მისი თანაგუნდელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და თავიღ დაამატა. სტუმრებიმა მეორე გოლი 62-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ვოლკოვი 77-ე წუთზე შეცვალეს.
„საბაჰი“ 62 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ აგდამის „ყარაბაღს“ 9 ქულით ჩამორჩება.
აგდამელებმა სტუმრად „სუმგაითი“ 6:0 დაამარცხეს და მათ რიგებში ქართველმა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.




