რუხაძის სადებიუტო გოლი უზბეკეთში

0
58

ირაკლი რუხაძემ უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. აგმკ, რომელსაც წყალტუბოს „სამგურალის“ ექსფორვარდი ზამთარში შეუერთდა, მე-2 ტურში შინ „ბუნედკორს“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
რუხაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ოთხ წუთში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. თუმცა, მასპინძლებმა მესამე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.
26 წლის რუხაძემ შარშან საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარაბულ 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ცნობისთვის, ის „სამგურალის“ არსებობის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერში გუნდმა თანხა მიიღო.