ყაზახეთის პრემიერლიგაში გიორგი ფანცულაიამ დებიუტი გოლით აღნიშნა, მაგრამ „კასპიიმ“, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, სეზონის პირველ მატჩში დამარცხდა.
„კასპიი“ სტუმრად „ორდაბასის“ დაუპრისიპირდა და 1:3 წააგო, ხოლო შეუცვლელად მოთამაშე ფანცულაიამ თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა. სტუმართა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ჯაბა ჯიღაური თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო.
„ბორდომ“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში შინ ქულები „სენტ-ეტიენთან“ დაკარგა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან ანგარიში 46-ე წუთზე ბაჯიმ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 82-ე წუთზე პენალტი მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა კრასომ გამოიყენა.





