ლობჟანიძემ „ქარაგიუმრუქში“ გამარჯვბით დაიწყო

0
20

„ქარაგიუმრუქში“ საბა ლობჟანიძის დებიუტი თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „სივასფორთან“ საშინაო შეხვედრაში შედგა.
მასპინძლებმა 4:3 გაიმარჯვეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. ლობჟანიძე თურქეთში ჰათაის პროვინციაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, „ჰათაისფორმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ქარაგიუმრუქში“ გაანათხოვრა.
„ქარაგიუმრუქი“ 29 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ბრატისლავას „სლოვანმა“ სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე ტრნავის „სპარტაკს“ თავის მოედანზე დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა.
მასპინძლებში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. მათ მსგავსად სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელიც 87-ე წუთზე შეცვალეს.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 47 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.