თად მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში

0
74

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “მურსიას” უკანახაზელი თად მაკფადენი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის თებერვლის თვის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. გასულ თვეში თადმა საშუალოდ 21.5 ქულა დააგროვა, მისი კალათაში ტყორცნების სიზუსტის საშუალო მაჩვენებელი კი 59 პროცენტს გაუტოლდა.
“მურსია” ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს და ორი მოგების წილ ერთი მარცხი აქვს. ამავე ჯგუფს სამიდან სამი მოგებით გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ლიდერობს.