„კრემონეზემ“ სეზონში პირველად მოიგო – ლოჩოშვილი არ ათამაშეს

0
23

„კრემონეზემ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო.
სერია A-ს 24-ე ტურში დავიდე ბალარდინის გაწვრთნილი გუნდი შინ ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილ „რომას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით აჯობა – 2:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში ტსადჯუმა გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე სპინაცოლამ საპასუხო გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე ციოფანიმ პენალტი გამოიყენა და იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნების შემდეგ გუნდს პირველად გაამარჯვებინა. მანამდე, “კრემონეზემ” სერია A-ში ზედიზედ 31 მატჩში წარმატებას ვერ მიაღწია, რაც ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა. ანალოგიური სერია ჰქონდა “ანკონას” 1993-2004 წლებში.
მეორე ტაიმის დასაწყისში მატჩის მთავარმა არბიტრმა მარკო სერამ მოედნიდან მოურინიო გააძევეა. პორტუგალიელმა სპეციალსტმა რეფერის ახსნა-განმარტება ტსადჯუსა და “რომას” ფეხბურთელ მარას კუმბულას კონტაქტის შემდეგ მოთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო – “შენი საქმე რაც არაა ნუ ეჩრები”. ამას მიურინიოს მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ხოლო სერას მწვრთნელს წითელი ბარათი აჩვენა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს პარიზში გამართულ FIFA THE BEST-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე, ლოჩოშვილს ფიფას 2022 წლის სამართალიანი თამაშის (Fair Play) პრიზი გადასცეს. მან გამოკითხვაში  ვფრანგ ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას („რეალი“) და სენეგალელ სადიო მანეს („ბაიერნი“) აჯობა.