17-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიას აჯობა

0
24

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, როდესაც საჯარიმოს გარედან ვახტანგ სალიას დარტყმის შემდეგ, მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა.
საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 17 წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 2 მარტს, კვლავ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
ჩიტაურის გაწვრთნულები კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე  საკვალიფიკაციო რაუნდში – დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

შემადგენლობა და მატჩის ოქმი – საქართველო 1:0 ჩრდ. მაკედონია