გამართულ FIFA THE BEST-ის გამოკითხვაში, რომელმაც ფიფას ვერსიით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი და კაპიტანი გურამ კაშიაც მონაწილეობდნენ.
ვილი სანიოლი: 1. კილიან მბაპე; 2. ლიონელ მესი; 3. ქარიმ ბენზემა.
გურამ კაშია: 1. ლიონელ მესი; 2. კილიან მბაპე; 3. ლუკა მოდრიჩი
ფიფამ გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი დაასახელა. მეორე ადგილზე ფრანგი ფორვარდი კალიან მბაპე (პსჟ) გავიდა, ხოლო მესამეზე მისი თანამემამულე ქარიმ ბენზემა („რეალი“).
ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.






