ფიფამ პარიზში გამართულ FIFA THE BEST-ის ყოველწლიურ ცერემონიალზე გასული წლის ლაურეატები დააჯილდოვა.
ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.
საუკეთესო კაცი ფეხბურთელი: ლიონელ მესი (პსჟ), ქარიმ ბენზემა (რეალი), კილიან მბაპე (პსჟ).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა), ბეტ მიდი (არსენალი), ალექს მორგანი (სან დიეგო).
საუკეთესო კაცი მეკარე: ემილიანი მარტინესი (ასტონ ვილა), იასუნ ბუნუ (სევილია), ტიბო კურტუა (რეალი).
საუკეთესო ქალი მეკარე: მერი ირპსი (მანჩესტერი), კეტრინ-ბერგერი (ჩელსი), კრისტიანა ენდლერი (ლიონი).
საუკეთესო მწვრთნელი კაცებში: ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), კარლო ანჩელოტი (რეალი)
საუკეთესო მწვრთნელი ქალებში: სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები), სონია ბომპასტორი (ლიონი), სუნდჰაგე (ბრაზილიის ნაკრები)
ფეირ პლეის პრიზი: ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე)
საუკეთესო ფანები: არგენტინის ნაკრების ქომაგები
პუშკაშის სახელობის პრიზი (წლის ულამაზესი გოლი): მარჩინ ოლეკსი (ვარტა), დიმიტრი პაიე (მარსელი), რიშარლისონი (ბრაზილიის ნაკრები)
FIFA FIFPRO Men’s World11
3-3-4: ტიბო კურტუა – აშრაფ ჰაკიმი, ვირჯილ ვან დეიკი, ჟოაო კანსელო – კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო – ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰაალანდი.





