არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი ფიფას ვერსიით მსოფლიოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახლეს. მან კუთვნილი პრის FIFA THE BEST-ის დაჯილდოვებაზე მიიღო, რომელიც გუშინ პარიზში გაიმართა.
35 წლის ფეხბურთელმა ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ., კილიან მბაპეს (პსჟ) და ქარიმ ბენზემას („რეალი) აჯობა.
მესი ფიფამ წლის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ აღიარა. პირველად მან ეს პრესტიჟული ჯილდო 2019 წელს მოიპოვა, როდესაც ნიდერლანდელ ვირჯილ ვან დეიკს და პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს აჯობა. არგენტინელი მოპოვებული ჯილდოებით კრიშტიანუ რონალდუს და პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის გაუტოლდა.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად გასულ წელს კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო – 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





