„მოქანდაკე და მხატვარი“, „უცხოპლანეტელები“, „ჰარმონიული ტანდემი“, „ქიმია, რომელიც წარმოუდგენლად ბუნებრივი და სახიფათოა“, „მეტოქეებს ლომებივით ათვინიერებენ“… ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ეპითეტებს ვეღარ ითვლის.
„ნაპოლის“ ვერცერთ ტურნირში რომ ვერ აჩერებენ, დიდწილად, სწორედ ოსიმენი-კვარაცხელიას ტანდემის დამსახურებაა: ქართულ -ნიგერიულმა წყვილმა,სერია „ა“-ს და ჩემპიონთა ლიგის 26 მატჩში… 33 ბურთი გაიტანა!
„მოქანდაკე და მხატვარი“… თუ ამ „ნაპოლის“ ერთი მატჩი მაინც გინახავთ, „მხატვრის“ გამოცნობა არ გაგიჭირდებათ. მით უფრო, როცა ხვიჩას კიდევ ერთ მეტსახელ„კვარავაჯოსაც“გაიხსენებთ.
Victory კი… ინგლისურ ენაზე „გამარჯვებას“ ნიშნავს. გამარჯვებას, რომელიც ასე ახლოს არის. და ნეაპოლელებმა ძალიან უნდა მოინდომონ,„სკუდეტო“ ხელიდან რომ გაუშვან!
„ნაპოლიმ“ (კვარამაც) უკვე იპოვნა თავისი ვიქტორი – 24 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ნეაპოლის მთავარ კლუბში მესამე სეზონს ატარებს და ასეთი შედეგიანი არასდროს ყოფილა. ამიტომაც, სუბიექტურობას ვერავინ დაგვწამებს, როცა ოსიმენთან ერთად ხვიჩასაც ვახსენებთ: მთელი ევროპა ხედავს, რომ კვარაცხელიას ჯადოსნური გადაცემები და ქართველი შემტევის გასანეიტრალებლად დახარჯული რესურსი, ნიგერიელ ფორვარდს ძალიან ეხმარება ბომბარდირთა სიის სათავეში ყოფნაში.
33 ნიგერიულ-ქართული გოლი 26 მატჩში- ფანტასტიკური მაჩვენებელია და ადასტურებს, რომდღეს, ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტი მართლაც საუკეთესოა ევროპულ ფეხბურთში. „ნაპოლის“ შემტევებს ვერც ნაქებმა იტალიურმა დაცვამ მოუხერხა რამე და ჯერჯერობით, მათი გამჩერებელი არც ჩემპიონთა ლიგაზე ჩანს.
ჩვენს ბიჭზე ახალი რაღა უნდა ვთქვათ. აი, ოსიმენი კი…
ოსიმენი. გნებავთ, სუპერ-მენი დაუძახეთ. მით უმეტეს, რომ სისწრაფე და მოქნილობა ნამდვილად სუპერი აქვს. ხასიათიც. შემთხვევითი არ არის, მას და ხვიჩას ყველაზე კარგად რომ ესმით ერთმანეთისა – მოედანზეც და მის მიღმაც.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, „აინტრახტთან“ ვერგატანილი პენალტის შემდეგ, ხვიჩასთან, პირველი სწორედ ვიქტორი მივიდა, გაამხნევა და თავი ააწევინა იმის ნიშნად, რომ „კვარავაჯომ“ თავი და „ფუნჯი“ არასდროს უნდა დაუშვას!
პენალტი ვის არ აუცილებია?! ბაჯო, მესი, პლატინი… კიდევ ვინ გავიხსენოთ? ნაკრების მწვრთნელის ხუშტურებს თუ არ ჩავთვლით, რა მოაკლდა რობერტო ბაჯოს (გულშემატკივართა დიდი ნაწილის შეხედულებით – ყველა დროის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელს!) სიდიადეს იმ ავადსახსენებელი პენალტის აცილების გამო?!
თერთმეტმეტრიანი დარტყმავის არ გასცუდებია?! თუმცა, ხვიჩას ემოციური ხასიათი რომ ვიცით, მაინც შეგვეშინდა – გუნებაწამხდარს ხასიათი და თამაში ერთად არ გაფუჭებოდა… საბედნიეროდ, კვარაცხელიას არც ყურები ჩამოუყრია და ჩვეულად აქტიურიც იყო, უიღბლო დარტყმიდან ნახევარ საათში ისეთი პასი „დაუხატა“ გუნდის კაპიტან დი ლორენცოს, ვიღას ახსოვს გამოუყენებელი პენალტი?
უფრო სწორად, „აინტრახტის“ მეკარის მოგერიებულ დარტყმაზე ნათლად – ვიქტორ ოსიმენის ქმედება გვახსოვს: გაწბილებული ქართველის გასამხნევებლად, პირველი სწორედ ნიგერიელი მივიდა. ისევე, როგორც გოლის მისალოცად მირბის ხოლმე!
„აინტრახტთან“ ვერგატანილი პენალტის შემდეგ, ხვიჩასთან, პირველი სწორედ ვიქტორი მივიდა, გაამხნევა და თავი ააწევინა იმის ნიშნად, რომ „კვარავაჯომ“ თავი და „ფუნჯი“ არასდროს უნდა დაუშვას!
საერთოდაც, ვიქტორ ოსიმენი ნათელი მაგალითია – თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო ადამიანობა დიდი წარმატებისა და ფულის მოპოვების შემდეგაც! ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ღარიბ ნიგერიულ ოჯახში გაზრდილი ბიჭუნა, ლოგოსის გზებზე, ავტომანქანებს შორის დარბოდა და წყლის ბოთლებს ყიდდა, რათა ქვრივად დარჩენილ მამას და ხუთ და-ძმას დახმარებოდა. დღეს – მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე დარბის და უდიდესი შედეგებისა და შემოსავლის მიუხედავად, არ დაუკარგავს „იმ პატარა ბიჭუნას“ თვისებები და ხასიათი. ვიქტორმა, რომელსაც დიდ Victory-ზე ოცნება მაშინაც არ შეუწყვიტავს, როცა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ლოგოსის ნაგავსაყრელებზე ეძებდა, როცა საღამოობით, უფროს დას აბარებდა მთელი დღის განმავლობაში მომქანცველი შრომით ნაშოვნ წვრილ ფულს: „პატარა ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. სამითვისშემდეგ, მამამსამსახურიდაკარგადაძალიან გაგვიჭირდა…მე და ჩემი და-ძმები ქუჩაში სპორტულგაზეთებს, ფორთოხალს, წყლიან ბოთლებს ვყიდდით. ეს იყო ჩემიცხოვრებისყველაზე რთული წლები, გადარჩენისთვისბრძოლა. თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ამყველაფერმაჩამომაყალიბაისეთ ადამიანად, როგორიც ახლავარ“, – იხსენებს ოსიმენი.
ეს იყო ოცნებისკენ მიმავალი გზა, რომელიც ვიქტორმა ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ცალ-ცალი ფეხსაცმლით გაიარა. ქუჩის ფეხბურთიდან ლოგოსის საფეხბურთო სექციაში მოხვედრა კი გრძელი გზის იღბლიანი დასაწყისი… ნიჭს და შრომისმოყვარეობას უკვალოდ არ ჩაუვლია: 15 წლისა ნიგერიის ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს, მოგვიანებით კი გერმანულმა „ვოლფსბურგმა“ გაუფორმა პროფესიული კონტრაქტი: „როდესაც „ვოლფსბურგთან“ ხელშეკრულება გავაფორმე, პირველად მიღებული თანხითადაბონუსითჩემთვისარაფერიმიყიდია, სასწრაფოდშევიძინესახლილაგოსშიმამაჩემისთვის. ფული მივეცი ჩემს და-ძმებს და დღეს ყველას აქვს თავისი საქმე, ყველა კარგადაა. მახარებს იმის ცოდნა, რომ მათ საჭმელი აქვთ. ისინი ყოველთვის მეხმარებოდენ, მეხმარებიან და ბუნებრივია, მეც მსურს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“, – ამბობს ნიგერიელი თავდამსხმელი.
არამხოლოდ თავისი ოჯახის წევრების, ნეაპოლის და საქართველოს მცხოვრებთა უდიდესი ნაწილის ცხოვრებაც შეცვალა. სუპერ-შედეგიანობისა და რაც მთავარია – ხვიჩა კვარაცხელიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულების (მოედანზე და მის მიღმა) წყალობით, ვიქტორ ოსიმენი ჩვენი „ოჯახის წევრადაც“ იქცა…
ვიქტორი – დიდი „ვიქტორისკენ“ მიმავალ გზაზე. „სკუდეტოსკენ“ (იტალიის ჩემპიონის ტიტული), რომელსაც ნეაპოლი სამ ათეულ წელზე მეტია ელის. სანუკვარი ჯილდოსკენ, რომელიც ოსიმენმა ხვიჩასთან, სპალეტისთან, დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად,აუცილებლად უნდა მოიგოს!
ეს – ხვიჩას და „ნაპოლის“ ვიქტორი.
ჩვენს ბიჭზე კი ახალი რაღა უნდა ვთქვა?!
მთელი საქართველო ისედაც „ნაპოლის“ მატჩიდან-მატჩამდე ვცხოვრობთ.
90 წუთის განმავლობაში (უფრო სწორად – სანამ ხვიჩა მოედანზეა!), აღარავის ახსოვს, რამდენი მოვალე ჰყავს, რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, ნაცია, ქოცი თუ – „შუაშისტი“, თუ „არავისტი“ – გასული წლის აგვისტოდან, ყველანი „ხვიჩისტები“ ვართ!
ეს არის მოვლენა, რომელსაც საბჭოეთის დროინდელ თბილისის „დინამოს“ შევადარებ. სა-ქართველოს სიმბოლო რომ იყო, ჩვენი იდენტობისა და თავისუფლების (მწვანე მინდორზე 90 წუთის განმავლობაში გაშვებული თავისუფლებისა!). „ფეხბურთი ჩვენი არსებობისა“. მოსკოვის კლუბების დამარცხება კი – ერთ კონკრეტულ მატჩში გამარჯვებაზე ბევრად მეტი…ქართული გენის, თვითმყოფადობის, დაუმორჩილებლობის გამოხატულება…
ეს – წლების წინ. დღეს კი, პირველ რიგში, სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იქცა სიამაყის, სიხარულის, დაკარგული იმედების დაბრუნების მიზეზად – იტალიაში, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის… არ მგონია, თვითონ ბოლომდე აცნობიერებდეს, რამდენს ნიშნავს ქართველებისთვის. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით?! რაც მთავარია – წარმატებამ და პოპულარობამ ვერ შეცვალა, მოედანს მიღმა, დღემდე ისეთივე მორიდებული და თავმდაბალია, წლების წინ რომ იყო – მაშინ, როცა არათუ სამხრეთ იტალიის ულამაზეს ქალაქზე, თბილისის „დინამოზეც“ ვერ იოცნებებდა.
სერია „ა“-ს ეგიდით გამართულ 20 მატჩში, კვარამ 10 გოლით და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ 19 მატჩში, ამდენივე საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა!გასულ შაბათს – „ემპოლისთან“ შეხვედრაში, „ქაღალდზე“ არ ჩაუწერია საგოლე გადაცემა, თუმცა, მონაწილეობა ნეაპოლელთა ორივე გოლში მიიღო.
და ეს ყველაფერი კარიერის დასაწყისში… არ დაგვავიწყდეს, რომ კვარა ჯერ 22 წლის არის. პატარა ბიჭი, რომელმაც… აქამდე სად იყოო?! – ათქმევინა ალესანდრო კოსტაკურტას, „უკვე 100 მილიონზე მეტი ღირს და მთელევროპასჯადოს უკეთებსო“, – დააწერინა „მარკას“. Corriere dello Sport კი ახალგაზრდა ქართველს „ჰარი პოტერს“ ადარებს: ნამდვილი ჯადოქარია – ბურთით იმას აკეთებს, რაც უნდაო!
რატომაც არა?! თუ ჰარი პოტერი არის „ბიჭი, რომელიც გადარჩა“.კვარა ნამდვილად არის… „ბიჭი, რომელიც გამოჩნდა“.
გამოჩნდა, მეტეორივით შეიჭრა იტალიურ ფეხბურთში და თავდაყირა დააყენა!
ბიჭი, რომელმაც თავის გარშემო მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო, ნეაპოლი კი ჩვენთვისაც მშობლიურ ქალაქად აქცია.
ხვიჩა კვარაცხელია: ვიქტორთან, ლუჩანოსთან და დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად – ბევრი დიდი Victory-სკენ!
რატი შელეგია





