ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” უპირველესმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა „დალას მავერიკსთან“ ასპარეზობისას ქუსლი მძიმედ იღრძო და წინასწარი ვარაუდით რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკეტზე გასვლას ვერ მოახერხებს. ბრონის უქმობის უფრო ზუსტ ვადას ექიმები მოგვიანებით, დამატებითი გამოკვლევის შემდეგ იტყვიან.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულემ ტრავმა მესამე პერიოდში მიიღო, თუმცა 38 წლის ლებრონმა მაინც ითამაშა და კალიფორნიელება ტეხასელთა ძლევაში (111:108) დიდი სამსახური გაუწია. ისისც სათქმელია, რომ „ლეიკერსი“ პირველი ტაიმის მსვლელობისას 27 ქულით მარცხდებოდა და ლებრონ ჯეიმსი გუნდს ნბა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ქამბექის შესრულებაში დაეხმარა.
საამსეზონოდ ლებრონმა „ლეიკერსის“ 14 შეხვედრა უკვე გამოტოვა. ამ მატჩებში კალიფორნიელებმა ხუთჯერ მოიგეს და ცხრა ასპარეზობა დათმეს. მიმდინარე რეგულარულ პირველობაზე სადღეისოდ „ლეიკერსმა“ 61 მატჩიდან 29-ში იმარჯვა და დასავლეთ კონფერენციაში მეთორმეტე ადგილზეა.




