პლანეტის ოთხივე კონტინენტზე დასრულდა მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და გაირკვა მუნდიალის 32-ივე მონაწილე.
ევროპა (12): ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი.
აზია-ავსტრალია (8): იაპონია, ფილიპინები, ახალი ზელანდია, ლიბანი, ავსტრალია, ჩინეთი, იორდანია, ირანი.
ამერიკა (7): კანადა, აშშ, მექსიკა, პუერტო რიკო, დომინიკის რესპუბლიკა, ვენესუელა, ბრაზილია.
აფრიკა (5): კოტ დ’ივუარი, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე, ანგოლა, კაბო ვერდე.
2023 წლის მუნდიალი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.
ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი ოფში გააგრძელებს.
წილისყრა 29 აპრილს შედგება, თუმცა, ცნობილია იმ არჩევანის შესახებ, რომელიც მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს. მოგეხსენებათ, მასპინძლებს უფლება აქვთ ჯგუფში თითო მეტოქე ჯერ კიდევ წილისყრამდე დაასახელონ. შედეგად, უკვე ვიცით, რომ აშშ-ს ნაკრები ფილიპინებში ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში. მეოთხედფინალიდან მოყოლებული ყველა მატჩი ფილიპინებზე ჩატარდება.





