„ალმერიამ“ არსებობის ისტორიაში პირველად „ბარსელონა“ დაამარცხა. ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში რუბის გაწვრთნილმა გუნდმა კატალონიელებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ელ ბილალ ტურემ 24-ე წუთზე გაიტანა.
„ბარსელონამ“ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო – მაშინ ხავის შეგირდები „რეალთან“ (1:3) დამარცხდა. „ალმერიასთან“ შეხვედრამდე კატალონიელებმა 12 თამაში მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
„ბარსელონამ“ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 20 მატჩში გოლი პირველად ვერ გაიტანა. ბოლოს ეს შარშან ოქტომბერში „ბაიერნთან“ დაპირისპირების დროს მოხდა.
გუშინდელ დაპირისპირებამდე, „ალმერია“ „ბარსელონას“ 17-ჯერ შეხვდა – 14 თამაში წააგო და 3 ფრედ დასრულდა.




