აბურჯანიამ „პორტუს“ მოუგო

0
23

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სენსაცია გამოაცხო და „პორტუ“ დაამარცხა.
22-ე ტურში ბარსელუშელებმა გასვლაზე პორტუგალიის ერთ-ერთ გრანდს მინიმალური სხვაობით აჯობეს – 2:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებიდან მე-4 წუთზე ანგარიში ირანელმა მეჰდი ტარემიმ გახსნა. 26-ე წუთზე ფრან ნავარომ საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მურილიომ პენალტი გამოიყენა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. 52-ე წუთზე კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ურიბემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „პორტუ“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.
„ჟილ ვისენტემ“ არსებობის ისტორიაში „პორტუს“ მეხუთედ მოუგო. ბარსელუშელებს 26 ქულა აქვთ და 18 გუნდში მე-14 ადგილზეა.