„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უტიტულო ხანგრძლივი პერიოდი დაასრულა

0
27

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა. შეხვედრის 33-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა კაზემირომ გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
ტენ ჰაგმა „მანჩესტერში“ პირველი ტიტული მოიგო, ხოლო კარიერაში – მეშვიდე. ის “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში მე-8 მწვრთნელია, რომელმაც გუნდთან ერთად ტიტული მოიპოვა. „იუნაიტედმა“ ლიგის თასი მეექვსედ აიღო – მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ (8) და „ლივერპულს“ (8) ჩამორჩება.
„მანჩესტერმა“ 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო – მანამდე, ჟოზე მოურინიომ ევროპის ლიგის და ინგლისის ლიგის თასი მოიპოვა. ცნობისთვის, 5 წელი და 278 დღე ყველაზე გრძელი სერიაა, როდესაც „მანჩსტერ იუნაიტედმა“ ტიტული ვერ მოიპოვა.
„მანჩესტერის“ მეკარე დავიდ დე ხეა „მშრალი“ მატჩებით კლუბის რეკორდსმენი გახდა და ლეგენდარულ პეტერ შმეიხელს აჯობა – 181.