მესი ტოპ 5 ლიგაში 700 გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელია

0
19

ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში (ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა და საფრანგთის ლიგა 1) 700 გოლი გაიტანა.
ლიგა 1-ის 25-ე ტურში პსჟ-მ სტუმრად „მარსელი“ 3:0 დაამარცხა – მესიმ ერთი გოლი გაიტანა, ხოლო მბაპემ დუბლი შეასრულა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „ბარსელონაში“ თამაშის დროს ლა ლიგაში თავი 672-ჯერ გამოიჩინა, ხოლო პსჟ-ში – 28-ჯერ. მას ამისთვის 840 მატჩი დასჭირდა.
2022 წლის ოქტომბერში კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, 700 გოლიანი ბარიერი ასევე გადალახა. პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა „რეალში“ 450 გოლი მიითვალა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 144, „იუვენტუსში“ – 101, ხოლო ლისაბონის „სპორტინგში“ – 5. თუმცა, პორტუგალიის ჩემპიონატი ტოპ 5 ლიგაში არ შედის და ამიტომ, რონალდუს მიერ „სპორტინგში“ გატანილი გოლები ჩამონათვალში არ შედის.
ცნობისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში პსჟ-ში ჩატარებულ 29 მატჩში მეტოქეები 29-ჯერ დაამწუხრა. მის ანგარიშზე 200 გოლია და ის ედინსონ კავანისთან ერთად კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში პირველ-მეორე ადგილს იყოფს, მაგრამ ურუგვაელზე 55 თამაშით ნაკლები ჩაატარა.