სერხიო რამოსმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კარეირა დაასრულა. 36 წლის ეს ნაბიჯი „ფურია როხას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს სატელეფონო ზარის შემდეგ გადადგა. შეგახსენებთ, რომ 61 წლის სპეციალისტი ესპანელებს სათავეში შარშან დეკემბერში ჩაუდგა და ლუის ენრიკე შეცვალა.
„ნაკრებთან გამოთხოვების დროს დადგა. დღეს დილას ამჟამინდელმა მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს გამოძახებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა რა დონეზე ვთამაშობ. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს დასასრულია გზის, რომელიც როგორც ვიმედოვნებდი უფრო გრძელი იქნებიდაა და გაცილებით უკეთესად დასრულდებოდა.
იყო უფრო ახალგაზრდა ან უფრო ასაკოვანი ეს დროებითი ზღვარია, რომელიც შრომისუნარიანობას არ ასახავს. აღტაცებით და შურით ვუყურებ მოდრიჩს, მესის, პეპეს…ისინი ფეხბურთის ტრადიციას და ფასეულობებს ანსახიერეებენ, სწორედ ესაა არსია და სამართლიანობა. სამწუხაროდ ჩემი კარიერა ასეთივე არ იქნება, რადგან ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არაა.
თავაწეული მივდივარ. მადლობა ამ წლებისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიხსენებ ყველა ტიტულს, რომელიც მოვიგეთ და ასევე როგორ აღვნიშნავდით გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩამიტარებია. ეს გერბი, ეს მაისური ყოველთვის მაბედნიერებდა. ვაგრძელებ ჩემი ქვეყნის გულშემატკივრობას სახლიდან იმ ადამიანის ემოციით, რომელმაც მისი ღირსება 180-ჯერ დაიცვა. გულითადი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა“ – დაწერა სოციალურ ქსელში რამოსმა. რომელიც ესპანეთის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობდა და 180 მატჩში 23 გოლი გაიტანა.
რამოსმა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია, ბოლო თავისი ქვეყნის ღირსებას 2021 წლის მარტში დაიცვა, როდესაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან შეხვედრაში მოედანზე 4 წუთით შევიდა.
მან „ფურია როხას“ შემადგენლობაში 2008 და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2010 წელს – მსოფლიო ჩემპიონატი.





