ბოლნისის „სიონმა“, რომელსაც ახალ სეზონში კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის, თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი დაიმატა.
24 წლის ფეხბურთელმა ბოლო 4 სეზონის გორის „დილაში“ გაატარა, ხოლო მანამდე „გაგრაში“ და თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „დილამ“ მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა და სპანდერაშვილმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ „სიონს“ მიაშურა, რომელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.




