მიქელთაძემ ავსტრალიაში თავი მეხუთედ გამოიჩინა

0
20

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად ქართველი თავდამსხმელის გარჯა მისი გუნდის წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მე-18 ტურში ტურში „ნიუკასლ ჯეთსმა“, რომელშიც მიქელთაძესთან ერთად ნახევარმცველი ბექა დარცმელიაც გამოდის, „ვესტერნ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:3 წააგო.
სტუმრები მე-3 წუთზე ბოტიჩმა დააწინაურა, რომელმაც 29-ე წუთზე დუბლი მიითვალა. 33-ე წუთზე მიქელთაძემ პენალტი გამოიყენა. 72-ე წუთზე „ვესტერნ იუნაიტედიდან“ თავი დუმბიამ გამოიჩინა.
მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დარცმელია მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.
„ნიუკასლ ჯეთსი“ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში ავსტრალიის პირველობაზე 17-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.