„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „ბარსელონასთან“ გამარჯვებას ბრწყინვალე უწოდა.
ინგლისელებმა ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში შინ ესპანელებს 2;1 აჯობეს და ვინაიდან ბარსელონაში დაპირისპირება 2:2 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
„პირველი ტაიმი არაერთგვაროვანი გამოვიდა. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ 0:1 წავაგეთ, რაც ცხადია მიუღებელი იყო. ვიცით, რომ ანტონი და გარნაჩო როდესაც მოედანზე შეგვყავს, მაშინ სისწრაფეს ვუმატებთ. მათ არავის ეშინიათ.
ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ „ბარსელონასთან“, რომელიშც ლა ლიგაში 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. საუცხოოდ ვითამაშეთ და ეს ჩვენი ათვლის წერტილი იქნება მთელი სეზონის განმავლობაში – თავდაჯერებას მოგვცემს, რომ დიდი მატჩების მოგება შეგვიძლია.
ანტონი მამაცია და ყოველთვის იბრძოლებს. ფრედმა ბარსელონასთან თამაშში თავისი მნიშვნელოვანი როლი ამ კვირაშიც შეიტანა. მას ფრენკი დე იონგი უნდა შეეჩერებინა – როგორც კოღოს ყველა მხრიდან მის გარშემო უნდა ეტრიალა. გუნდში რამდენიმე საუცხოო ინდივიდუალისტი გვყავს“ – განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა BT Sport-თან.





