გურამ გიორბელიძე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი პოლონეთის “ზაგლებიემ” ბათუმში 6 თვით გაანათხოვრა, რის შესახებ შავიზღვუსპირელთა პრესსამსახური იუწყება.
“უკვე ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის ქართველი განაპირა მცველი გურამ გიორბელიძე დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს 6 თვიან იჯარას პოლონური “ზაგლებიედან” – ნათქვამია ბათუმელთა განცხადებაში.
26 წლის გიორბელიძე კარიერის განმავლობაში “ზაგლებიეს” გარდა, ბოლნისის “სიონში”, გორის “დილაში”, ავსტრიის “ვოლფსბერგერში” და დრეზდენის “დინამოში” გამოდიოდა.
