გიორგი ხარაიშვილი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული “ფერენცვაროშიდან” იჯარის წესით შეურთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.
სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი “ფერენცვაროშში”, შვედურ “გიოტებორგში” და “საბურთალოში” ასპარეზობდა.
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.




