ერგემლიძემ მაკედონიაში გამარჯვების გოლით დაიწყო

0
35

მიხეილ ერგემლიძის დებიუტი ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ჩემპიონატში წარმატებული აღმოჩნდა.
„აკადემია პანდევმა“, რომელსაც 23 წლის თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ შეუერთდა, 24-ე ტურში სტუმრად „მაკედონიას’ შეხვდა და ქართველის გოლით მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
ერგემლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი 74-ე წუთზე გამოიჩინა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.
„აკადემია პანდევი“ 15 ქულით 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში პოზნანის “ლეხი” შინ “ზაგლებიესთან” 1:2 დამარცხდა. მასპინძლების საასტარტოში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილის ისევ მხოლოდ თადარიგში ყოფნა აკმარეს. “ზაგლებიეს” განაცხადში მოხვდა და არ უთამაშია ნახევარმცველ თორნიკე გაფრინდაშვილს, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე ტრავმირებულია.
მოქმედი ჩემპიონი “ლეხი” 36 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ზაგლებიე” 23 ქულით მე-13 პოზიციაზეა.