ხოჭოლავამ სეზონი მოგებით განაახლა

0
43

დანიის სუპერლიგაში სეზონი განახლდა და „კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, სტუმრად „სილკებორგი“ 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებიდან მე-14 წუთზე ანგარიში სორენსენმა გახსნა, ხოლო დარამიმ 51-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. 53-ე წუთზე ლერაგერმა „სილკებორგი“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა.
მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 30 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ნორსიელანდს“ 6 ქულით ჩამორჩება.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 21-ე ტურში „ჟილ ვისენტემ“ „ვიზელა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. „ჟილ ვისენტე“ 23 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
„მარიტიმუმ“, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს, სტუმრად „პორტიმონენსესთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის გოლკიპერმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. „მარიტიმუ“ 13 ქულით მე-17 ადგილზეა.