დვალის მეორე გოლი კვიპროსში, ქვილითაია ტრავმირებულია

0
35

ლაშა დვალმა აპოელში გადასვლის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
24-ე ტურში აპოელი ერთ-ერთ აუტსაიდერ „დოქსას“ შეხვდა და ქულები დაკარგა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 29-ე წუთზე მასპინძლების მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მეტოქის კართან ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელი კვიპროსში სადებიუტო სეზონს ატარებს და 14 მატჩში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
„დოქსამ“ ანგარიში 49-ე წუთზე გაათანაბრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ აპოელში ტრავმის გამო არ ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო. აპოელმა ამ ფრის გამო სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა და ლიდერ აეკ-ს ქულით ჩამორჩება.