კიდევ ერთი ქართველი ბოსნიის ჩემპიონატში

0
41

ბოსნიის საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. 23 თავდამსხმელმა გიორგი ივანიაძემ „ტუზლასთან“ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოსნიურ კლუბში გადასვლამდე ყაზახეთის „ყიზილჟარში“ გამოდიოდა.
ივანიაძე საქართველოში ქობულეთის „შუქურაში“, „გაგრაში“, თბილისის „შევარდენი 1906“-ში, „სამტრედიაში“, თბილისის „მერანში“, ბოლნისის „სიონში“ და გორის „დილაში“ გამოდიოდა.
ივანიაძემდე ბოსნიას თბილისის „საბურთალოს“ ექსფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა მიაშურა, რომელიც „სარაევოში“ ჩაირიცხა.