მაქაცარია ლობჯანიძესთან ერთად ითამაშებს

0
55

თამაზ მაქაცარია კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 27 წლის თავდამსხმელი „ყიზილჟარში“ ითამაშებს, სადაც ელგუკჯა ლობჯანიძე გამოდის.
27 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონ  გორის “დილაში” დაიწყო, სადაც ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ზაფხულში გორული კლუბი დატოვა და კარიერის გაგრძელებას უზბეკურ ფერღანის “ნეფთჩიში” გეგმავდა, რომელთან წინასწარ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და სეზონი „გაგრაში“ დაასრულა, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებასი დაეხმარა – 15 მატჩში 3 გოლი.
ის „გაგრაში“ 2020 და 2021 წლების სეზონშიც გამოდიოდა. მაქაცარიამ 2021 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და მარტვილის “მერანის” მალელ ფორვარდ შეიკნე სილასთან ერთად ბომბარდირი გახდა.
მას ასევ ებათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, ბოლნისის „სიონში“, „სამტრედიაში“ და  „ვიტ ჯორჯიაში“ უთამაშია.