ნოდარ ქავთარაძემ უზბეკეთს მიაშურა

0
23

ნოდარ ქავთარაძე კარიერას უზბეკეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 31 წლის ნახევარცველმა ორწლიანი კონტრაქტი „ანდიჟანთან“ გააფორმა, რაც ნახსენები საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
ქავთარაძე მოსკოვშია დაბადებული და კარიერის განმავლობაში რუსეთის „ლოკომოტივი 2“-ში, „ტიუმენში“, „ვოლგაში“, „დრუჟბაში“, „როსიჩში“, თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“, „საბურთალოში“, ასევე უნგრეთის „მეზიოკიოვეშდში“ გამოდიოდა.