ლობჟანიძე სეზონს “ქარაგიუმრუქში” ჩაამთავრებს

0
84

საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქში“ ითამაშებს. ეს ინფორმაცია ნახსენები კლუბის ფანების ტვიტერმა გაავრცელა და სავსებით სარწმუნოა.
თურქეთის პროვინცია ჰათაიში მოხმდარი მიწიძვრის შემდეგ, „ჰათაისფორი“, რომელთან საქართველოსს ნაკრების გარემარბს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ჩემპიონატიდან მოიხსნა.
„ქარაგიუმრუქი“ მესამე თურქული გუნდია, რომელშიც 28 წლის ფეხბურთელი თავის კარიერაში ითამაშებს.
ის 2019-2021 წლებში „ანკარაგუჯუში“ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ „ჰათაისფორს“ მიაშურა. მან თურქეთში საერთო ჯამში 114 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 13 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა.
„ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელი იტალიის ნაკრების ექსნახევარმცველი ანდრეა პირლოა, ხოლო კლუბის ვიცეპრეზიდენტი არჩილ არველაძეა.