ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს „ატლეტიკთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. 59 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ბასკურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
ვალვერდე გასული წლის ზაფხულში „ატლეტიკს“ თავის სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ ჩაუდგა. მანამდე, ის ბილბაოელებს 2002-2003, 2003-2005, და 2013-2017 წლებში ავარჯიშებდა. მან ბასკურ გუნდს არსებობის ისტორიაში მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტჯერ უხელმძღვანელა – 332-ჯერ. ვალვერდემ „ატლეტიკში“ ერთადერთი ტიტული მოიგო – 2015 წელს ესპანეთის სუპერთასი.
მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში ბილბაოელები ესპანეთის ლა ლიგაში მე-7 ადგილზეა არიან, ხოლო თასის 1/2-ფინალში „ოსასუნას“ შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი





