19-წლამდელებმა ლუქსემბურგთან მეორე სპარინგიც ფრედ დაასრულეს

0
51

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა დიფერდანჟში ლუქსემბურგელ თანატტოლებთან მეორე სპარინგი ჩაატარა, რომელიც პირველის მსგავსად1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ლეონ ელშანიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა.
ვასილ მაისურაძისს გაწვრთნილმა გუნდმა საპსუხო ბურთი 38-ე წუთზე გაიტანა – ლუკა ფრიდონიშვილის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს, მეტოქის საჯარიმოში გიორგი ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი 9 ფეხბურთელით დაამთავრა – 58-ე წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან ნიკა ცეცხლაძე გააძევა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე ალეკო ბასილაძე.