პოლონეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პაულუ სოუზა „სალერნიტანას“ გაუძღვება. ამის შესახებ იტალიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
52 წლის პორტუგალიელმა დავიდე ნიკოლა შეცვალა, რომელიც 15 თებერვალს დაითხოვეს. სოუზა ბოლოს ბრაზილიის „ფლამენგოს“ ავარჯიშებდა, რომელიც 2022 წლის ივნისში დატოვა.
გარდა ამისა, ის სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში „ბორდოს“, „ფიორენტინას“, „ბაზელს“, „ლესტერს“, „სუონსის“ და „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ავარჯოშებდა.
იტალიის სერია A-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ „სალერნიტანა“ 21 ქულით 20 გუნდში მე-16 ადგილზეა.





