ქარიმ ბენზემამ გატანილი გოლების რაოდენობით მადრიდის „რეალის“ ლეგენდა რაულს გაასწრო.
ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში „რეალმა“ „ელჩეს“ უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა. მე-8 წუთზე ანგარიში მარკო ასენსიომ გახსნა. ამის შემდეგ, ბენზემამ პენალტი ჯერ 31-ე წუთზე გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს დუბლი ასევე თერთმეტმეტრიანიდან გაიფორმა. მე-80 წუთზე საბოლოო წერტილი ლუკა მოდრიჩმა დასვა.
„რეალმა“ ლა ლიგაში 560 პენალტი გაიტანა, რაც რეკორდია.
ბენზემამ ლა ლიგაში 230 გოლი გაიტანა და ტურნირის ყველა დროის ბომბარდირების ხუთეულში შევიდა. მან რაულს ორი გოლით გაასწრო.
ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი ლიონელ მესია (474 გოლი), მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა (311), მესამეზე ტელმო სარა (252), ხოლო მეოთხეზე უგო სანჩესი (234).





