თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “სამტრედიამ” მეორე ამხანაგურ მატჩიც უზბეკეთის სუპერლიგის წარმომადგენელთან ჩაატარა და “ანდიჟანის” მსგავსად, “ყიზილყუმსაც” უგოლო ფრეზე გაეყარა.
სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა განვლილ მატჩში გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, კორიფაძე, კილასონია, მირცხულავა, უბილავა, ხაიბულაიევი, ხმალაძე, რობაქიძე, ნაჭყებია, ინჯგია, ჩარგეიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გვიშიანი, კამლაძე, აბულაძე, ბოჭორიშვილი, ზარიძე, ექვთიმიშვილი, ლაღაძე, თევზაძე, კირკიტაძე, ჩამბა.



