მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის განცხადებით, თავის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 1/8-ფინალში სტუმრად პსჟ-სთან გასამართ პირველ მატჩში მაღალ დონეზე ითამაშებს.
„მომავალ შეხვედრაში ბურთი მესიმდე, ნეიმარამდე და მბაპემდე არ უნდა მივუშვათ. თუმცა, პსჟ-ში მხოლოდ ისინი არ არიან. ამ გუნდს ასევე სწრაფი განაპირა მცველები და სხვა ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს. თუმცა, პსჟ-შიც ფიქრობენ თუ როგორ შეაჩერონ ჩვენი ფეხბურთელები. ყველაფერს გადაწყვეტს თუ როგორ სათამაშო ფორმაში ვიქნებით მატჩის დღეს.
ჩემპიონთა ლიგა პსჟ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანაბარი თამაში იქნება, რომელშიც შანსი 50/50-ზეა. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშებთ და კარგ შედეგს მივაღწევთ.
ჩვენ ყველას ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა. ბუნდსლიგაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასმედია მას დიდი დატვირთვას არ აძლევს. ასე რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება კლუბისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – იუწყება გერმანული მედია ნაგელსმანის ნათქვამს.




