კრისტოფ გალტიე: „შანსი 50/50-ზეა“

0
31

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დღეს შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ გასამართ მატჩში, ორივე გუნდის გამარჯვების შანსი 50/50-ზეა.
„შანსი 50/50-ზეა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის თამაშია. ჩემი ფეხბურთელები ასეთი ტოპ-მატჩების ჩატარებას მიეჩვივნენ. ახლა ჩვენი გუნდის შემადგენლობა გაცილებით სრულფასოვანია, ვიდრე განვლილ შეხვედრებში.
მბაპემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და სრულად დაიტვირთა. ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დამრჩა. იქნება თუ არა განაცხადში ამას თამაშის დღეს გადავწყვეტთ. თავდაპირველად კილიანს ვკითხვათ, ხოლო შემდეგ მედპერსონალს გავესაუბრებით. ახლა თქვენ გესაუბრებით, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ის განაცხადში. თუ იქნება, მაშინ ითამაშებს, რადგან „ბაიერნის“ მხოლოდ შესაშინებლად არ გვჭირდება“ – იუწყება მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელის ნათქვამს rmcsport.bfmtv.com.