„მილანის“ მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი გუნდის ოცნებაა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი უაზრობაა. მან ამის შესახებ 1/8-ფინალში დღეს ლონდონის „ტოტენჰემთან“ გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
„გვჯერა, რომ „ტოტენჰემს“ არაფრით ჩამოვრჩებით. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა, მაგრამ ამჟამად ამაზე ფიქრი უაზრობაა. ერთი კვირის წინ „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, მაგრამ ჩვენ კონტეს გუნდზე არც უკეთესი ვართ და არც უარესი. დიდი მატჩი იქნება და ჩვენი მიზანია კარგად ვითამაშოთ.
კონტე საუცხოო მწვრთნელია, რომელიც თამაშებისთვის კარგად ემზადება და დეტალებს ბევრს ყურადღებას უთმობს. მისი გუნდი სწრაფად და ინტენსიურად თამაშობს. რთული შეხვედრა გველოდება და ასეც უნდა იყოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალია. ანტონიო იმ მცირერიცხოვანი მწვრთნელებს მიეკუთვნება, რომელმაც დამირეკა და „სკუდეტოს“ მოგება მომილოცა“ – ციტირებს პიოლის იტალიური მედია.





