ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში თავისი მე-9 გოლი გაიტანა და დაბადების დღეზე საუცხოო საჩუქარი გაიკეთა.
22-ე ტურში გათამაშების ლიდერი „ნაპოლი“ შინ აუტსაიდერ „კრემონეზეს“ შეხვდა და დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი, რომელიც 22 წლის გახდა, 22-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მას მერე რაც ერთ მცველს გაექცა, შორეულ კუთხეში დაბალი ტრაექტორიით ბურთი ზუსტად გაგზავნა – 1:0.
65-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და შორეულ ძელთან მყოფმა კიმ მინ -ჯაემ ვარდნაში თავით პასი ოსიმენს მისცა, რომელმაც ანგარიში გაზარდა – 2:0.
79-ე წუთზე შეტევა ელმასმა წამოიწყო და პასი დი ლორენცოს მისცა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა მაკედონიელი, ამ უკანასკნელმა კი საბოლოო წერტილი დასვა – 3:0.
კვარაცხელია 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც საზარდულის ტრავმა აწუხებს. „კრემონეზეს“ გაანცხადში ისევ ვერ მოხვდა.
„ნაპოლი“ 59 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 16 ქულით ასწრებს მე-2 პოზიციაზე მყოფმ მილანის „ინტერს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარ. „კრემონეზე“ 8 ქულით ბოლოა.





