ბათუმის „დინამომ“ „ლიეპაიას“ აჯობა

0
27

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის „დინამომ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა ლატვიის „ლიეპაიასთან“ ჩაატარა, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის მე-2 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი ბიძინაშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე ჩაბრაძის პასის მერე პაატა ღუდუშაურმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბათუმელები კიდევ უფრო დააწინაურა. 77-ე წუთზე ლატვიელთა მცველმა თავის საჯარიმოში თანაგუნდელს გაუკეთა პასი, რომელიც ჩაბრაძემ ჩაჭრა, შემდეგ ერთ მეტოქეს გაცდა და გიორგი ზარიას გაატანინა.
გიორგი გაგურჩაძემ ბთუმის „დინამო“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ჩიჩკანი, ბაგრატიონი, ქაფიანიძე, კობახიძე, ჩაბრაძე, ლიტვინენკო, ალთუნაშვილი, ფლამარიონი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, კაპანაძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ხარატიშვილი,  რეხვიაშვილი,  ხარებავა, მამუჩაშვილი, ვიდაკოვიჩი,, ზარია, კვერნაძე,  ვაწაძე, კონატე.
„ლიეპაიას“ სასტარტოში მეკაარე ლუკა სანიკიძემ ითამაშა, რომელიც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის „თელავში“ გამოდიოდა. ასევე, ლატვიური გუნდის მაისურით ბათუმელებს წყალტუბოს „სამგურალის“ ექსნახევარმცველი ლუქმან გილმორი დაუპირისპირდა.