ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, სლოვაკეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის გასვლაზე „ბანსკა ბისტრიცას“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ბრატისლაველებში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.
ბრატისლაველებიდან ანგარიში 21-ე წუთზე აბუბაქარმა გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჰანესმა გაიტანა. 62-ე წუთზე მეტოქის კარი ჩავრიჩმა აიღო.




