ლაზარე კუპატაძე ისევ საბურთალოელია

0
26

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლაზა კუპატაძე ისევ “საბურთალოში” ითამაშებს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თურქეთში შეკრებაზე მყოფ თბილისელებს დღეს შეუერთდება.
კუპატაძე “საბურთალოში” 2013-2015, 2017-2018 და 2019-2020 წლებში გამოდიოდა. მან თბილისელებთან ერთად 2018 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, 2019 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, ხოლო 2020 წელს საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.
ის 2016 წელს თბილისის “ლოკომოტივში” ირიცხებოდა, ხოლო 2018-2019 წლების სეზონში ლუქსემბურგის “ჟენესში”.
კუპატაძე ბოლო 2 სეზონი ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა, რომლის რიგებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოქროს მედლებს დაეუფლა. მან ბათუმური კლუბი შარშან ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ბრატისლავას “სლოვანთან” წაგებული მატჩის მერე დატოვა, როდესაც დამატებული დროის ბოლო წუთზე გოლი კუთხურიდან გაუშვა.