ბექა ბურჯანაძის “რეჯო ემილიამ” იტალიის სერია A-ში მორიგი მარცხი განიცადა. ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად “პესაროს” შეხვდა და 74:85 წააგო. რეჯიოემილიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულით აგებდნენ, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვებამდე ძალები არ ეყოთ და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 მარცხი განიცადეს.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. ბექამ 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი და 1 საჯარიმო კი ააცილა. მის ანგარიშზე 4 ქულა და 8 მოხსნააა. ემილიელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო ჯერემი სენგლინი.
5 მოგებითა და 13 მარცხით “რეჯო ემილია” სერია A-ში ბოლო ადგილზეა. შემდეგ ტურში, 12 თებერვალს, “რეჯო ემილია” თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიას” უმასპინძლებს.





