ლონდონის „ტოტენჰემმა“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ მცველი პედრო პორო შეიძინა. ინგლისურმ კლუბმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.
„სპორტინგმა“ პორო 2020 წელს „ჟირონადან“ 8,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანელმა პორტუგალიურ კლუბში ყველა ტურნირში ჩატარებულ 98 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ის კარიერის განმავლობაში „ჟირონას“ გარდა „ვალიადოლიდში“ გამოდიოდა.





