„იუვენტუსმა“ მაკენი იჯარით „ლიდსში“ გაუშვა

0
52

ტურინის „იუვენტუსმა“ ნახევარმცველი უესტონ მაკენი იჯარით ინგლისის პრემიერ ლიგის „ლიდსში“ გაუშვა.
ამერიკელი ფეხბურთელი „ლიდსში“ ამ სეზონის ბოლომდე დარჩება და შემდეგ ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. 24 წლის მაკენი ახალ გუნდში 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მაკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 მატჩში 8 გოლი გაიტანა.