„სამტრედიამ“ აზერბაიჯანელი ნახევარმცველი აბდულა ხაიბულაიევი დაიმატა. 21 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „საბაჰთან“ აკავშირებს, ქართულ კლუბში ერთ წელიწადს იჯარით გაატარებს.
მან მიმდინარე სეზონში „საბაჰში“ 4 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში – 12.
„სამტრედია“ დატოვა 24 წლის ნახევარმცველმა ლევან ბარაბაძემ, რომელმაც შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.




