კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. უმაღლესში დაბრუნებული “სამტრედია” “თელავს” უმასპინძლებს, ხოლო გორში “დილა” ჩემპიონ თბილისის “დინამოს” შეხვდება.ტურის დარჩენილი შეხვედრები 26 თებერვალს ჩატარდება.
9 ივნისიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესვენება დაიწყება, 5 აგვისტოს კი თამაშები განახლდება.
გასული სეზონის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში ბოლნისის “სიონი” და თბილისის “ლოკომოტივი” დაქვეითდნენ, ხოლო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქობულეთის “შუქურა” და “სამტრედია” დაბრუნდნენ.
https://erovnuliliga.ge/ge/calendar
კრისტალბეთ ლიგა 2-ში სეზონი 28 თებერვალს დაიწყება მარტვილის “მერანისა” და ხობის “კოლხეთის” დაპირისპირებით.
პირველი ტური: “მერანი” (მარტვილი)- “კოლხეთი” (ხობი), “სპაერი” – “დინამო 2”, “ლოკომოტივი” – “სიონი”, “გარეჯი” – “მერანი” (თბილისი), “ვიტ ჯორჯია” – “კოლხეთი 1913” (ფოთი).
წინა სეზონის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2 “რუსთავმა” დატოვა, ხოლო ლიგა 3-დან თბილისის “დინამო 2”, ფოთის “კოლხეთი 1913” და ხობის “კოლხეთი” დაწინაურდნენ.
სისტემა ორივე ლიგაში იგივე: 4 წრე, 36 ტური. ერთი გუნდი პირდაპირ გავარდება, ხოლო მერვე და მეცხრე ადგილოსნები მომდევნო ლიგის მეორე-მესამე ადგილოსნებთან ითამაშებენ პლეი-ოფს.
წინა სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სიახლე მოხდა, მატჩებზე დაინერგა ვიდეოგამეორებები (VAR), რაც ამ სეზონშიც გაგრძელდება.




