„კრემონეზე“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის იტალიის სერია A-ში ისევ მოგების გარეშეა. მე-20 ტურში კრემონელებმა მილანის „ინტერს“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. ანგარიში მე-11 წუთზე ოკერეკემ გახსნა, ხოლო 10 წუთში ლუატარო მარტინესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 65-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს საზარდულის ტრავმის გამო არ ამჯერად უთამაშია. ის ბოლოს მოედანზე „ვერონასთან“ სტუმრად 0:2 წაგებულ შეხვედრაში გავიდა. „კრემონეზე“ 8 ქულით იტალიის 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.





